Our operator Soon will be contacted!

ჩვენს შესახებ 

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "გეოვატტ"-ი.

ჩვენი კომპანიის მიზანია უსაფრთხო და კომფორტული სივრცის შექმნა  საყოფაცხოვრებო და ბიზნეს გარემოსთვის.   „გეოვატტი“- ს არჩევით თქვენ მიიღებთ  ინოვაციურ მიდგომას გათბობა- კონდიცირება- ვენტილაციის სისტემის  პროექტირების ეტაპზე და საინსტალაციო სამუშაოების ზედამხედველობის მიმართულებით.

 ჩვენ ვუზრუნველყოფთ უსაფრთხო და კომფორტულ  გარემოს.  „გეოვატტი“-ს კომპანია    მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების პროექტირებას, ინსტალაციას და შემდგომ სათანადო  სერვის მომსახურებას. ჩვენი  გამოცდილება  და პროფესიონალებით აღჭურვილი გუნდი და ღრმა გამოცდილება   გვაძლებს შესაძლებლობას  შევუქმნათ და მივაწოდოთ  ჩვენს მომხმარებელს 21-ე საუკუნის მიღწევების საუკეთესო  პროდუქტი.

კომპანია "Geowatt"-ი დაარსდა 2012 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, ენერგო ეფექტური სისტემების დანერგვა, განახლებადი წყაროების დახმარებით  (გეოთერმული გათბობა).

კომპანია "Geowatt"-მა საქართველოში  მუშაობის შედეგად უამრავი პროექტი განახორციელა შიდა საინჟინრო სამუშაოების სრული ციკლით (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია,წყლის გამტარი და საკანალიზაციო სისტემების მონტაჟი).  საქართველოში საქმიანობის დასაწყისში  მთავარ მომხმარებელს წარმოადგენდა კომპანია "Green Cape", რომლისთვისაც ჩვენ განვახორციელეთ უამრავი პროექტი ენერგოეფექტური სისტემების და გეოთერმული გათბობის სისტემების გამოყენებით ( სასტუმრო "Casttello Mare", სასტუმრო "ჰორიზონტი" და საოფისე კომპლექსი "Green Cape"). შემდეგ შესრულებული იქნა პროექტები სხვა უამრავ ობიექტზეც: კერძო სახლები დასახლებაში "Tsavkisi Village", სამეცნიერო კვლევითი მეურნეობა დიღომში, გამათბობელი კომპლექსი სენაკში, ბინები თბილისში.

 ჩვენი კომპანია განახორციელა პროექტირება და სამონტაჟო სამუშაოები შემდეგ ობიექტებზე: სავაჭრო კომპლექსი "დელისი", ქარხანა "ნაბეღლავი", ნაციონალური მუზეუმი, ლოპოტას სასტუმროები, სასტუმროები ყვარლის ტბაზე, სასტუმრო „პურის მოედანი“,  კოტეჯის ტიპის დასახლება "სან-სითი" წყნეთში, სასტუმროს კომპლექსი „რიზიდი“,  "ამბასადორ გოლფი" და "ამბასადორ" თბილისში.

კომპანია "Geowatt" გთავაზობთ პროექტირებას მონტაჟს და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მომსახურებას ენერგო ეფექტური სისტემების გამოყენებით, როგორც დიდი ობიექტებისათვის ასევე ინდივიდუალური ბინებისთვისაც.

ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები ითვალისწინებს სისტემის მარტივ და კომფორტულ მართვას, ამცირებს ენერგო დანახარჯებს და უზრუნველყოფს სისტემის ეფექტურ მუშაობას წლების განმავლობაში.

ასევე სამედიცინო დაწესებულებების საინჟინრო სისტემის ჰაერის ბალანსის  უზრუნველყოფა საჭიროებს სპეციალიზებულ ცოდნას და გამოცდილებას.    განსაკუთრებით საოპერაციო ოთახებში, სადაც თანამედროვე მიდგომები მოისაზრებს ისეთ დანადგარების შერჩევას, რომელიც შეძლებს უზრუნველყოფას  მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის და ტენიანობის კონტროლისთვის.